წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მესიჯი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იქნება. 2008 წელს საშუალო და დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში დიაბეტის 347 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.
2012 წელს კი დიაბეტის მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,5 მილიონი შეადგინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის დიაბეტი იქნება ადამიანების გარდაცვალების გამომწვევ დაავადებათა შორის მეშვიდე მთავარი მიზეზი.
წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია აამაღლოს დიაბეტის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება, მოუწოდოს ადამიანებს იკვებონ სწორად და დაკავდნენ სპორტით.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 7 აპრილს აღინიშნება.