ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით მსოფლიოში 5-დან 1 ბავშვი დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინით არ სარგებლობს.
მთლიანობაში ამ კატეგორიის ბავშვების რაოდენობა 18,7 მილიონს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით იმუნიზაცია წლის განმავლობაში 2-დან 3 მილიონამდე ბავშვს სიკვდილისგან იცავს.
იმ შემთახვევაში კი, თუ ვაქცინაციას შვილისთვის ყველა მშობელი აუცილებელ პირობად ჩათვლის, კიდევ მილიონ ნახევარი ბავშვი სიკვდილისგან დაცული იქნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით იმ ბავშვების 60% რომელთაც გეგმიური აცრებით არ უტარდებათ, შემდეგი ქვეყნებიდან არიან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ინდოეთი, ინდონეზია, ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, უგანდა და სამხრეთ აფრიკა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს კვლევა იმუნიზაციის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშრებით გამოაქვეყნა, რომელიც 24-30 აპრილს გაიმართება.