მთავარი » ჯანდაცვა » WHO – ხორცის რეგულარული მიღება კიბოს განვითარების რისკს ზრდის
ის ადამიანები, რომლებიც რეგულალურად მოიხმარენ დამუშავებულ ხორცს კოლორექტალური (მსხვილი ან სწორი ნაწლავის) კიბოს განვითარების რისკი ეზრდებათ.

WHO – ხორცის რეგულარული მიღება კიბოს განვითარების რისკს ზრდის

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), კიბოს კვლევის სააგენტომ (Agency for Research on Cancer) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც 20 წლიანი კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ კიბოს პოტენციურ გამომწვევთა რიცხვში ხორცის ყველაზე ცნობილი ორი ვარიაცია მოხვდა – წითელი ხორცი და დამუშავებული ხორცი.

წითელი ხორცი მოიცავს ყველა სახის კუნთოვან ხორცს, როგორიცაა: ხბოს, თხის, ცხვრის, ღორის და ცხენის ხორცი. დამუშავებულ ხორცს მიეკუთვნება და ასევე განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის – სოსისები, ძეხვი, ლორი, სალიამი, დაკონსერვებული ხორცი (ე.წ ტუშონკა), ბურგერის ხორცი და ა.შ.

ანგარიშის თანახმად ის ადამიანები, რომლებიც რეგულალურად მოიხმარენ დამუშავებულ ხორცს  კოლორექტალური (მსხვილი ან სწორი ნაწლავის) კიბოს რისკი ეზრდებათ.

რა თქმა უნდა ხორცს გააჩნია დადებითი კვებითი ღირებულებები, თუმცა ჯამრთელობასთან დაკავშირებული რისკები ყოველთვის გადაწონის მის დადებით მხარეებს, მაშინ როდესაც არსებობს ისეთი ვეგეტარიანული შემცვლელები, რომლებიც იგივე კვებითი ღირებულების მატარებლები არიან.

Ihow.ge

 

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …