მთავარი » ჯანდაცვა » წამლებზე ფასებმა ბოლო დროს თითქმის ორჯერ მოიმატა
ბოლო პერიოდში, წამლებზე ფასები თითქმის ორჯერ გაიზარდა,მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

წამლებზე ფასებმა ბოლო დროს თითქმის ორჯერ მოიმატა

ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ,,ღირსეული სიბერე“ თავმჯდომარის ნანა კალანდაძის განცხადებით,  ბოლო პერიოდში ქვეყანაში მედიკამენტების ღირებულება გაიზარდა, რაც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და პესნიონერებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

,,ჯანდაცვის სამინისტრო პირველადიჯანდაცვის რეფორმის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულება დაავადებების პრევენციასა და ადრეულ გამოვლენას ასახელებს, რაც მისასალმებელია. თუმცა უმთავრესია,  როგორ გეგმავენ მის  განხორციელებას.

საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად სოციალურად დაუცველ ფენასთან მაქვს ურთიერთობა და მედიკამენტების გაძვირების გამო ისინი უკმაყოფილობას გამოთქვავენ.  მიდიან ექიმთან, იტარებენ კვლევებს, მაგრამ დანიშნული წამლის შეძენას ვერ ახერხებენ. მიმაჩნია, რომ მედიკამენტების ფასები გადამწყვეტია. უფრო მეტი თანადაფინანსება ან  ყველა ქალაქსა და რეგიონში სახელმწიფო აფთიაქების არსებობა, სადაც მედიკამენტები ფიქსირებულ ფასებში გაიყიდებოდა, მოსახლეობისთვის ეს უდიდესი შეღავათი იქნებოდა.”

ბოლო პერიოდში, წამლებზე ფასები თითქმის ორჯერ გაიზარდა. შესაძლოა, მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ,  საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა,  განსაკუთრებით კი რეგიონებში.

epn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …