მთავარი » ჯანდაცვა » წამლების სიძვირის გამო, ექიმს არ აქვს შესაძლებლობა, თამამად დაუნიშნონ პაციენტს მედიკამენტები
წამლების სიძვირის გამო, ექიმს არ აქვს შესაძლებლობა,დაუნიშნონ პაციენტს მედიკამენტები. გვიჩნდება შიში, რომ პაციენტი, სიძვირის გამო, ვერ იყიდის მედიკამენტს. წამლების სიძვირის გამო, ექიმს არ აქვს შესაძლებლობა,დაუნიშნონ პაციენტს მედიკამენტები. გვიჩნდება შიში, რომ პაციენტი, სიძვირის გამო, ვერ იყიდის მედიკამენტს.

წამლების სიძვირის გამო, ექიმს არ აქვს შესაძლებლობა, თამამად დაუნიშნონ პაციენტს მედიკამენტები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალი რეფორმები შეასაფა და თავისი აზრი დააფიქსირა კლინიკა „ავერსის“ დერმატოვენეროლოგმა ირინა იაშვილმა. 

მედიკოსმა დადებითად შეაფასა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევის ინიციატივა და განაცხადა, რომ ეს რეფორმა პაციენტებს დაეხმარება უფრო პროდუქტიულად და ნაყოფიერად გამოიყენონ სამკურნალო პერიოდი და არ დახარჯონ დრო ექიმიდან ექიმთან სიარულში.

მისი აზრით, სწორედ ოჯახის ექიმია ის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სწორად განსაზღვროს პაციენტის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ გაადაამისამართოს ის  შესაბამის ვიწრო სპეციალისტთან.

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან მომწონს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა შესაძლებლობას მისცემს პაციენტებს ზუსტად იცოდნენ ვის მიაკითხონ კონკრეტული დაავადების შემთხვევაში. რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია ოჯახის ექიმებს, პერიოდულად, ჩაუტარდეთ გარკვეული ტრენინგები. ვფიქრობ, ტრენინგები ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

მედიცინა სწრაფად განვითარებადი სფეროა და მუდმივად არის მასში სიახლეები, ასე საჭიროა ოჯახის ექიმებს და არამხოლოდ მათ, მუდმივად ჰქონდეთ წვდომა აღნიშნულ სიახლეებთან. როდესაც მაღალხარისხიან მომსახურებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლია გავითვალისწინოთ ექიმების ნორმალური დაფინანსების საკითხიც“,-განაცხადა ირინა იაშვილმა.

ირინა იაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ეს მეტად საჭირო რეფორმა კიდევ დიდხანს და წარმატებულად გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ექიმმა ასევე ისაუბრა  მედიკამენტების ფასებსა და ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ინიციატივაზე.

„წამლების სიძვირის გამო, ექიმს არ აქვს შესაძლებლობა, თამამად დაუნიშნონ პაციენტს მედიკამენტები. გვიჩნდება შიში, რომ პაციენტი, სიძვირის გამო, ვერ იყიდის მედიკამენტს. ეს კატასტროფაა. მოგეხსენებათ,მედიკამენტებით მკურნალობა თან ერთვის ოპერაციასა თუ სტაციონარში მკურნალობის შემდგომ პერიოდსაც, ასე რომ წამლების გარეშე ვერ მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. აქედან გამომდინარე, ექიმებიც არანაკლებ განიცდიან ამ მდგომარეობას და ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის სამინსიტრო შესაბამისი მექანიზმებით დარეგულირებს მდგომარეობას.

რაც შეეხება ჯენერიკი მედიკამენტების არსებობას დღევანდელ ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან  არ არის გაკრვეული მისი ხარისხის დონე. ამიტომ  ყოველთვის ვცდილობ,  ჯენერიკი მედიკამენტები პაციენტს არ დავუნიშნო. ალბათ ამ საკითხასაც დაარეგულირებს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება”,- აღნიშნა ექიმმა.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …