მთავარი » ჯანდაცვა » ვირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
ქუთაისის ინტენვერციული მედიცინის ცენტრში ვირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.

ვირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

ქუთაისის ინტენვერციული მედიცინის ცენტრში ვირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.

კლინიკაში ვირუსული ინფექციით  ძირითადად ბავშვები არიან მოთავსებული.

როგორც ინტენვერციული მედიცინის ცენტრის დირექტორის ანჟელა ორჯონიკიძე აცხადებს, გასულ წელთან შედარებით მომართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა სეზონთან დაკავშირებით ვირუსულმა ინფექციებმა იმატა.

„ვირუსები სეზონურია და როგორც შარშან, ასევე წელსაც ამ პერიოდში მომართვიანობა გაიზარდა“,-აცხადებს  ორჯონიკიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თებერვალში ვირუსების კიდევ უფრო მატებას ვარაუდობს.

ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ასაკოვან ადამიანებს, მცირეწლოვნებს და ორსულებს მოუწოდებენ.

newpress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …