მთავარი » ჯანდაცვა » ვირუსული გამოძახებებისთვის 112-ში ახალი ინსტრუქცია ამოქმედდა
112-ში შესული ვირუსული გამოძახებები მწვავე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა

ვირუსული გამოძახებებისთვის 112-ში ახალი ინსტრუქცია ამოქმედდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, 112-ის დირექტორის მოადგილესთან, თეა გზირიშვილთან ერთად საგანგებო რეჟიმზე გადასული ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო.

მინისტრის მოადგილე ოპერატორებს გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია, ახლად შემუშავებული პროტოკოლის საშუალებით, როგორ ხდება ვირუსულ გამოძახებათა დიფერენცირება.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ოპერატორებისთვის ტრიაჟის ახალი პროტოკოლი შემუშავდა. ამის მიხედვით, 112-ში შესული ვირუსული გამოძახებები ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა.

ამ დროისთვის, ყველა საოჯახო მედიცინის ცენტრში უკვე ჩაშვებულია 112-ის პროგრამა. ცენტრებში მყოფი ოპერატორები პროგრამის მეშვეობით ახდენენ შესულ ზარებზე რეაგირებას და ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას სატელეფონო კონსულტაციის, ადგილზე დახმარების გაწევისა და მისამართზე გასვლის სახით, დღე-ღამის განმავლობაში სთავაზობენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებსაც მიმართა და მოუწოდა, ვირუსული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში – ოჯახის ექიმებს მიმართონ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი გართულებული ვირუსული გრიპის ინფექციის დროს გამოიძახონ.

„ყველა ამბოლატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე. როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ასევე დამატებით 24-საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები“, – აღნიშნა ნინო ბერძულმა.

newposts.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …