მთავარი » ჯანდაცვა » ვირუსის გავრცელების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო
მეექვსე კვირაში შეინიშნება მნიშვნელოვანი კლება გავრცელების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, მნიშვნელოვანი კლება იყო მეხუთე კვირაშიც მეოთხესთან შედარებით.

ვირუსის გავრცელების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო

გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ გრიპის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “აიპრესს” განუცხადა, ასევე იკლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლმაც.

“მეექვსე კვირაში შეინიშნება მნიშვნელოვანი კლება გავრცელების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, მნიშვნელოვანი კლება იყო მეხუთე კვირაშიც მეოთხესთან შედარებით. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების შემთხვევებიც, 15 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. ძირითად არიან ადამიანები რომლებსაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვთ, რომელიც გრიპით ურთულდებათ. ამავე დროს დაგვიანებული მიმართვაა ხშირად გარდაცვალების მიზეზი”,-განაცადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის  მონაცემებით, ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 357.6  მე-4 კვირაში დაფიქსირდა , მე-5 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობამ მოიკლო და ავადობის მაჩვენებელია – 310.9. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეექვსე კვირის საბოლოო მონაცემები ორშაბათს შეჯამდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ  გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, შემთხვევები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება (მე-20 კვირამდე – გრიპის სეზონის დამთავრებამდე) და დაავადების გავრცელების პრევენციისათვის კვლავ მნიშვნელოვანია გრიპთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, როგორიცაა – გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმთან მიმართვა, დაავადებულთა თვითიზოლაცია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, მაქსიმალურად გააქტიურონ ხელების ჰიგიენის პროცედურები, დახურულ ხალხმრავალ ადგილებში  პირბადეს გამოყენება. 

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …