ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ პირველად ჩატარდა ჯანდაცვის უნივერსალური დაფარვის ფინანსირების ფორუმი. ფორუმზე განიხილეს ჯანდაცვის უნივერსალური დაფარვისთვის საჭირო მდგრადი ფინანსირების ძირითადი საკითხები.
მსჯელობის მთავარი ობიექტი იყო თანხების მობილიზება ქვეყნის შიდა რესურსებიდან, ჯანდაცვის ფონდების პრიორიტეტულობა, კერძო სექტორის გაძლიერება და მასთან მჭირდრო თანამშრომლობა.
ფორუმს ესწრებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფინანსების 250 ექსპერტი, მათ შორის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინიტროების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი. ფორუმზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ისაუბრა ჯანდაცვის მდგრადი დაფინანსებისთვის საჭირო შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და რესურსებზე.
მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების მიმართულებით.