მთავარი » მსოფლიო » ვაქცინაციის მსოფლიო რუკაზე საქართველო 180 ქვეყანას შორის 115-ეა

ვაქცინაციის მსოფლიო რუკაზე საქართველო 180 ქვეყანას შორის 115-ეა

მსოფლიოში, 180 ქვეყანას შორის, ვაქცინაციის მასშტაბებით საქართველო 115-ე ადგილზეა ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობის 24%-იანი წილით.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის მოცვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სადაც მოსახლეობის 97% ერთჯერადად, 86% კი ორჯერადაა აცრილი.

ცხრილს დაემატა მესამე დოზით ვაქცინაციის მაჩვენებელიც – ამ მხრივ მოწინავე ადგილზეა ისრაელი, სადაც ბუსტერ დოზა უკვე მოსახლეობის 42%-მა მიიღო. მესამე დოზის გაკეთება დაწყებულია კიდევ რამდენიმე ქვეყანაში – ჩილეში, ურუგვაიში, საფრანგეთში, კანადაში, იტალიაში, ბელგიაში, თურქეთსა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული კატეგორიებისთვის მესამე დოზის გამოყენება საქართველოშიც იწყება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …