რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ვანში, რაიონული საავადმყოფოს ის შენობა დაათვალიერა, რომელშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები სადაზღვევო კომანია “ჯიპიაის” უნდა ჩაეტარებინა.
ნუგზარ ბოლქვაძის თქმით, კომპანია დაკისრებული მოვალეობის შესრულებას დათქმულ ვადაში ვერ შეძლებს, შესაბამისად, მას საჯარიმო სანქციები დაეკისრება. ამის შემდეგ კი ახალი კომპანია გამოვლინდება, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტში საავადმყოფოს პრობლემას, საბოლოოდ გადაჭრის.