ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქალაქ ვალეში სამედიცინო დაწესებულებას ააშენებს, რომლისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
აღნიშნულის შესახებ დეპუტატებმა 28 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულების პრობლემა ქალაქ ვალეში მწვავედ დგას. რამდენია გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებისთვის უცნობია, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამედიცინო დაწესებულება ვალეში ე.წ „სამხედრო კომენდატურის“ ყოფილ შენობაში განთავსდება.
ახალციხის გამგეობაში აცხადებენ, რომ რეაბილიტირებულ შენობაში ადგილობრივებს სამი ექიმი მოემსახურება.