უნივერსალური მოცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა
თენგიზ ვერულავა, ანი კენჭაშვილი, მაია კვიკვინია, ლაშა გვარამია, ლანა ბურჭულაძე, ანა მაჩიტაძე, ცირა ყაჭიური
ABSTRACT
აბსტრაქტი
ანი კენჭაშვილი, მაია კვიკვინია, ლაშა გვარამია, ლანა ბურჭულაძე, ანნა მაჩიტაძე, ცირა ყაჭიური – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თენგიზ ვერულავა – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
შესავალი: თითოეულ ქვეყანას საკუთარი მიდგომა აქვს შემუშავებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველო ახლახანს შეუდგა უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის დანერგვას. ნაშრომის მიზანია, გაანალიზოს უნივერსალური მოცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა.
მეთოდოლოგია: კვლევისათვის გამოყენებულ იქნა უნივერსალური ჯანდაცვის საკითხებზე პირველადი და მეორადი ინფორმაციის შესწავლის და დამუშავების მეთოდი.
შედეგები, დისკუსია: უნივერსალური დაზღვევის განვითარებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. აქედან გამომდინარე, ხშირად ქვეყნის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან დამაბრკოლებლად გვევლინება უნივერსალური დაზღვევის განვითარებაში.
დასკვნა, რეკომენდაციები: საქართველოსათვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისათვის მიზანშეწონილია ჯანდაცვის ზოგადი გადასახადებით დაფინანსების სისტემა (ბევერიჯის მოდელი), ხარჯების შეკავების მეთოდების დანერგვის სისტემური, კომპლექსური მიდგომა ქვეყნის სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საკვანძო სიტყვები: უნივერსალური მოცვა; საყოველთაო ჯანდაცვა
Abstract
World experience of universal caverage and reform of the Georgian health care system
Ani Kentchashvili, Maia Kvikvinia, Lasha Gvaramia, Lana Burtchuladze, Anna Machitadze, Cira Katchiuri – Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences.
Tengiz Verulava – Academic Doctor of Medicine. Professor at Ilia State University. Invited Professor at Tbilisi State University
Introduction: Each country has elaborated its own approach to improve state of health of the population. Georgia has recently started universal health system implementation. This paperwork aims to analyze world experience of universal coverage and Georgian health care reform. Methodology: For the research we have used the method of studing and processing of primery and secondary information of universal coverage issues. Consequences, Discussion: The development of the universal coverage is significantly promoted by the economic situation of the country. As a consequence, unsuccessful economic situation of the country is the significant obstacle for developing of the universal coverage. Conclusion, Recommendations: For Georgia as for developing country, it is advisable to have general payments (model of Beveridge) for financing health care system, to elaborate cost containment methods and complex approach with appreciate of the country’s specific economic situation.
Key words: Universal coverage; health care system
FULL TEXT: