მთავარი » ჯანდაცვა » უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში
Helsicore -ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში, ქართულ სამედიცინო ისტორიაში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა.

უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში

Helsicore -ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში, ქართულ სამედიცინო ისტორიაში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ღუდუშაურის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას 34 კვირის ორსულმა პაციენტმა გულმკერდის არეში ტკივილისა და ქოშინის ჩივილით მიმართა.

„ჩვენი კლინიკის რეანიმატოლოგთა გუნდის მიერ უმოკლეს დროში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და დაისვა ზუსტი დიაგნოზი!პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღმავალი აორტის და აორტის სარქველის პროტეზირება, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო.

„ღუდუშაურის“ და კლინიკა „ჰელსიკორის“ სპეციალისტთა გუნდის მიერ დაისახა სამოქმედო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ოპერაცია ჯერ „ღუდუშაურის“ მეან-გინეკოლოგებს ხოლო შემდეგ კი „ჰელსიკორის“ კარდიოქირურგებს უნდა ჩაეტარებინათ. ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნებლობა ჰქონდა.

1735199913043505829668552257456010983299030n

პაციენტი ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა „ქართულ-ებრაულ კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში“.

„ღუდუშაურის“ კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია,უმოკლეს დროში მოხდა ბავშვის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც საქმეში „ჰელსიკორის“ კარდიოქირურგები ჩაერთნენ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 11 საათს გრძელდებოდა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ღუდუშაურის კლინიკაში განმარტავენ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი კი, ორი კლინიკის შეთანხმებული, გუნდური მუშაობის შედეგია.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …