მთავარი » ჯანდაცვა » უმნიშვნელოვანესია, დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ოჯახურ პირობებთან მიახლოებულ მოვლაზე გადასვლა მოხდეს
ბავშვთა ზრუნვის მსოფლიო სტრატეგიაში გამოიკვეთა მიმართულება, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან უნდა გადავიდეთ ოჯახურ პირობებთან მიახლოებულ მოვლაზე.ქ

უმნიშვნელოვანესია, დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ოჯახურ პირობებთან მიახლოებულ მოვლაზე გადასვლა მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კამპანიის „ყველა ბავშვი ოჯახში“ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, კამპანიის მიზანია, რომ მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მზრუნველობაზე გადასვლა.

„ბავშვთა ზრუნვის მსოფლიო სტრატეგიაში გამოიკვეთა მიმართულება, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან უნდა გადავიდეთ ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოვლაზე და მზრუნველობაზე. დღეს მოხდება სამომავლო გეგმების წარდგენა და ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, როდესაც ოჯახში ან ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გაიზრდება ბავშვი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …