უკრაინას აქვს მხარდაჭერა და დაპირებები საერთაშორისო პარტნიორებისგან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისგან იმ დახმარების შესახებ, რომელსაც, სხვა სფეროებთან ერთად, სამედიცინო სისტემაც მიიღებს, რათა აღდგეს და იყოს უკეთესი, ვიდრე ომამდე იყო – ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომელმაც საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე ქვეყნის ფარმაცევტულ სექტორსა და სამედიცინო დარგში ინვესტიციების საკითხები განიხილა.
მისივე თქმით, ამჯერად მუშავდება კონცეფციები თითოეული დეოკუპირებული ოლქისთვის, რაც კომპლექსურ გადაწყვეტებს მოითხოვს – ესაა როგორც დანგრეული კლინიკების აღდგენა, ისე საავადმყოფოების მოდერნიზაცია.
„იმისთვის, რომ ამის რეალიზაცია მოვახდინოთ, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის აღდგენის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ფარგლებში, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. ამას ვამუშავებთ საოლქო და სამხედრო ადმინისტრაციებთან, რათა კომპლექსური გადაწყვეტები მივიღოთ,“ – აღნიშნა ვიქტორ ლიაშკომ.
მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 369 სამედიცინო დაწესებულებაა დაზიანებული, 39 დანგრეულია.