მთავარი » მსოფლიო » უკრაინასი კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღაა – ქვეყანაში ვაქცინის მეოთხე დოზას დაუშვებენ

უკრაინასი კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღაა – ქვეყანაში ვაქცინის მეოთხე დოზას დაუშვებენ

სექტემბრიდან უკრაინის ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, კოვიდვაქცინის მეორე ბუსტერ-დოზა, ანუ მეოთხე ვაქცინა გაიკეთოს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმის იგორ კუზინის განცხადებით, ამ ეტაპზე მეორე ბუსტერ-ვაქცინის გაკეთება მხოლოდ ხანდაზმული ადამიანებისთვისაა დაშვებული, რომლებსაც თანდართული დაავადებები აღენიშნებათ.

კუზინის თქმით, მეოთხე დოზა ვაქცინა რეკომენდებულია „ომიკრონისგან“ დაცვის მიზნით, რადგან ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება ვირუსის მუტაცია მომავალში.

უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო. კუზინის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო აკვირდება დაავადების შემთხვევების ზრდას. მაგალითად, მისი თქმით, გასულ კვირაში ქვეყანაში ინფიცირების 11,5  ათასი ახალი შემთხვეა დაფიქსირდა, წინა კვირაში კი ეს მონაცემი 9,1 ათასი იყო.

რაც შეეხება მთავარ მაჩვენებელს – ჰოსპიტალიზაციას, უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, ეს მონაცემიც მატულობს და გასულ კვირაში 3,1 ათასი ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. თუმცა, მისი განცხადებით, ეს რაოდენობა არ არის იმდენად კრიტიკული, რომ ჯანდაცვის სისტემამ ამ დატვირთვას ვერ გაუძლოს. კუზმინის განცხადებით, ახლო მომავალში ქვეყანაში კოვიდის გავრცელების კუთხით დრამატული სცენარი მოსალოდნელი არ არის.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …