მთავარი » მსოფლიო » უკრაინა „ომიკრონზე“ გათვლილ ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

უკრაინა „ომიკრონზე“ გათვლილ ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

შვედეთი უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო 500 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას გადასცემს. საუბარია Pfizer / BioNTech-ის წარმოების პრეპარატზე, რომელიც ვაქცინის ახალი თაობაა და „ომიკრონისშტამზეა ადაპტირებული.

„უკრაინა იქნება მსოფლიოს ერთერთი პირველი ქვეყანა ევროკავშირის მიღმა, რომელიც ადაპტირებულ ვაქცინას მიიღებს,“ – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ახლა „ფაიზერის“ ვაქცინის დეფიციტია, რის გამოც ბუსტერდოზების, მათ შორის მეორე ბუსტერის გაკეთების პრობლემაა.

უკრაინაში 5-დან 11 სექტემბრის მდგომარეობით ინფიცირების 24 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. ჰოსპიტალიზაცია 5 ათასამდე პაციენტს დასჭირდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი.

პანდემიის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსს 109 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …