მთავარი » ჯანდაცვა » უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ ქვეშში
უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ ქვეშში

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ ქვეშში

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.

უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია სოფელ ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობას შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და „ავერსის“ გორის ფილიალის ექიმებმა გაუწიეს.

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიურ-კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.

სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად იმართება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …