მთავარი » ჯანდაცვა » უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ ფოკაში
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სოფელ ფოკაში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.კონსულტაცია, ადგილობრივებს „იმედის კლინიკის“ ექიმება გაუწიეს.

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ ფოკაში

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.

უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია, ადგილობრივებს „იმედის კლინიკის“ ექიმება გაუწიეს. აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს კონსულტაცია გაუწია კლინიკის სხვადასხვა პროფილის ექიმმა. პაციენტებს ჩაუტარდათ ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები და დანიშნულების მიღების შემდეგ “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ გამოყოფილი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო გასინჯვების აქცია პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …