სოფელ ზედა კირნათში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
ადგილობრივებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, კონკრეტულად კი ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი და ნევროპათალოგი მოემსახურება. უფასო სამედიცინო აქცია უკვე მეათედ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.
მორიგი აქცია სოფელ ჩიქუნეთში ჩატარდება.