სამედიცინო უნივერსიტეტში, 4-6 დეკემბერს უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტში დღეს ლექციებს დოკუზ ეილულის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორი სულეიმან კაინაკი და ალ აზჰარის უნივერსიტეტის (ეგვიპტე) პროფესორი მაჰმუდ ისმაილი წაიკითხავენ.
მათი ლექციის თემებია: “წითელი თვალი – კერატიტები, მათი მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა”; “ოფთალმოლოგიური ცვლილებები ზოგადი დაავადების დროს”.
ამავე დღეს უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდება ორი ოფთალმომიკროქირურგიული ოპერაცია: ღრმა შრეობრივი კერატოპლასტიკა და რქოვანას ენდოთელიუმის გადანერგვა.
5 დეკემბერს დაგეგმილია ნაოპერაციები პაციენეტების გასინჯვა და რეზისტენტებთან/ოფთალმოლოგებთან ერთად მიღებული შედეგების განხილვა. დღის მეორე ნახევარში რეზიდენტებისა და ოფთალმოლოგებისათვის აქტუალურ თემებზე სამი ლექცია და დისკუსია ჩატარდება.
6 დეკემბერს მოხდება ნაოპერაციები პაციენტების გასინჯვა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, ოფთალმოლოგიის თანამედროვე საკითხებზე ,,მრგვალი მაგიდის” ფორმატში დისკუსია მოეწყობა.