მთავარი » ჯანდაცვა » უახლოეს თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება
უახლოესი თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უახლოეს თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება

უახლოესი თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს იქნება ბავშვთა ტუბერკულოზის კორპუსი, კერძოდ, არსებულ ტერიტორიაზე გარემონტებული შენობა გაიხსნება. იქნება რამდენიმე რაიონული საავადმყოფო – ლენტეხში, ხარაგაულსა და დედოფლისწყაროში და ეს იქნება დიდი და მძლავრი „ცე“ ჰეპატიტის ცენტრი, რომელიც გაიხსნება ზუგდიდში“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ჰეპატიტის ცენტრის ზუგდიდში გახსნა იმიტომ გადაწყდა, რომ აქ ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …