მთავარი » მსოფლიო » თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში 300 000-მდე ბავშვს ველოსიპედით დაასაჩუქრებს
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის ველოსიპედების დარიგებით, უწყება ეცდება მოუწოდოს მათ იყვნენ ფიზიკურად აქტიურები და გაუფრთხილდნენ გარემოს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში 300 000-მდე ბავშვს ველოსიპედით დაასაჩუქრებს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლის განმავლობაში ბავშვებს 300 000-მდე ველოსიპედს გადასცემს.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოდიან ინიციატივით მხარი დაუჭირონ ველოტრასების მოწყობას და ფიზიკურ აქტივობას. ბავშვებისთვის ველოსიპედების დარიგება უკვე დაიწყო და პირველი ეტაპის ფარლგებში ის 65 000-მდე ბავშს გადაეცა.

ინიციატივა ჯანსაღი კვებისა და აქტიური ფიზიკური ცხოვრების პროგრამის შემადგენელი ნაწილია რომელიც 2018 წლამდე უნდა გაგრძლედეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით თურქეთში ბოლო წლებში დინამიურად იზრდება ჭარბწონიანობისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვი. ამასთან არაერთი კვლევა მოწმობს, რომ პასიური ცხოვრება ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის გარეშე 25%-ით ზრდის ძუძუსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. 27%-ით მატულობს დიაბეტის განვითარების, 30 პროცენტით კი გულის იშემიური დაავადებების ალბათობა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით თურქი მოსახლეობის 72% რეგულარულად არ ვარჯიშობს, დაახლოებით  ორ მესამედს კი წონის პრობლემები აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ბავშვებისთვის ველოსიპედების დარიგებით, უწყება ეცდება მოუწოდოს მათ იყვნენ ფიზიკურად აქტიურები და გაუფრთხილდნენ გარემოს.

dailysabah.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …