მთავარი » მსოფლიო » თურქეთი საჯარო და კერძო სექტორში პარტნიორობით 2023 წლისთვის 200 მილიარდ დოლარმდე ინვესტიციას ელის
საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით შესრულებული ჯანდაცვის პროექტებით თურქეთი 200 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას ელოდება.

თურქეთი საჯარო და კერძო სექტორში პარტნიორობით 2023 წლისთვის 200 მილიარდ დოლარმდე ინვესტიციას ელის

საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის  მოდელით შესრულებული ჯანდაცვის პროექტებით თურქეთი 200 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას ელოდება – ამ განცხდებას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მეჰმეთ მუზინოღლუ სტამბულში გამართულ PPP-სამიტზე აკეთებს.

მუზინოღლუს განცხადებით 2018 წლისთვის თურქეთში საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით 32 ჰოსპიტალი მოეწყობა. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია სამსუნში, ქუთაჰიაში, დენიზილში და თურქეთის სხვა ქალაქებში.

ქვეყნის მიზანია, გაიზარდოს ჰოსპიტალებში საწოლების რაოდენობა ისე, რომ 2018 წლისთვის 10000 მოსახლეზე 28 საწოლი, 2023 წლისთვის კი 30-მდე შეადგინოს. საბოლოო გათვლებით, PPP მოდელით თურქეთის ჰოსპიტალებში საწოლების რაოდენობა რაოდენობა 175000-მდე გაიზრდება. სამიტის ერთერთი გამომსვლელის ინვესტიციების მხარდაჭერის სააგენტოს პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთს PPP პროექტების განხორციელების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით,  ჯანდაცვის სექტორში PPP პროექტების ღირებულება 500 მილიონი დოლარია, რაც ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობას მოითხოვს.

თურქეთი ჯანდაცვის სფეროში რეგიონალურ ჰაბად მოიაზრება. ქვეყნის მიზანია სამედიცინო ტურიზმის განვითარება. ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ სამედიცინო მიზნით ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა თურქეთში 2023 წლამდე 2 მილიონამდე გაიზრდება.

invest.gov.tr

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …