სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც განიხილეს პროექტის ძირითადი მიღწევები და End-TB სტრატეგიის ამოცანების შესრულების პერსპექტივები საქართველოში.
ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით 2011 წელს დაიწყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევათა და განსაკუთრებით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ტვირთის შემცირებაში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის გაძლიერების, ტუბერკულოზის შემთხვევების მართვის ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის გზით.
შეხვედრას საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წევრები, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.