მთავარი » ჯანდაცვა » ტუბერკულოზის მხრივ ციხეებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია
ძალიან მნიშვნელოვანია ციხეების მდგომარეობა. ახლა სისუფთავეა ციხეებში, მაგრამ ადრე მძიმე მდგომარეობა იყო და მთავარი გამავრცელებელი ადგილი იყო ციხე.

ტუბერკულოზის მხრივ ციხეებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში სისუფთავის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ქადაგებისას ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშირისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ციხეები ტუბერკულოზის მთავარი გამავრცელებელი ადგილი იყო.

 “ძალიან მნიშვნელოვანია ციხეების მდგომარეობა. ახლა სისუფთავეა ციხეებში, მაგრამ ადრე მძიმე მდგომარეობა იყო და მთავარი გამავრცელებელი ადგილი იყო ციხე. ახლა ჩვენი ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს და ნაკლებად არის ციხეებში ტუბერკულოზი”,– აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს ექიმები ამ დაავადებას კურნავენ, მაგრმა თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან დაავადება. მან ყველას მოუწოდა, რომ დაიცვან პირადი ჰიგიენა.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …