მთავარი » ჯანდაცვა » თსსუ-ში კიბოს სკრინინგის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების კიბოს სკრინინგის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

თსსუ-ში კიბოს სკრინინგის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების კიბოს კონტროლისა და სკრინინგის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

კონფერენციაში 14 ქვეყნის 100-ზე მეტი მოქმედი მედიკოსი და მეცნიერი ღებულობს მონაწილეობას; მათ შორის ონკოლოგები ირლანდიიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან.

კონფერენციას ესწრებიან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ვადაჩკორია, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე რემა ღვამიჩავა და სხვა პირები.

ღონისძიების მონაწილეები კიბოს სკრინინგის მიმართულებით ტექნოლოგიურ სიახლეებს განიხილავენ.

“კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება კონფერენციას აქტუალურ თემაზე ყოველწლიურად მართავს. წლევანდელი წელი კი კიბოს კონტროლის საკითხებს ეძღვნება. კონფერენციაზე მოწვეულია 14 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს, გამოცდილებას კიბოს სკრინინგის კუთხით და დავსახავთ გზებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად”, – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, 4 დეკემბერს, ირლანდიის კიბოს კონტროლის პროგრამას, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც შემდგომი ერთობლივი აქტიური მუშაობის დასაწყისის საფუძველი გახდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჩკორიას განცხადებით, უნივერსიტეტში, დღეს კიდევ ერთი კონფერენცია იმართება, რომელიც ძუძუს კიბოს პრობლემას ეძღვნება.

კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება 250 ექიმს აერთიანებს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …