ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელი ITN-ის ტექნიკური გუნდი საქართველოში ჩამოვიდა.
ტრანსპლანტოლოგები, კერძოდ კი თირკმლის და ღვიძლის გადანერგვის ქირურგები და ჯანდაცვის ბიზნეს-ექსპერტები ჩაატარებენ სემინარებს ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციის თემებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მხარეს საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია წარმოადგენს, რომელსაც გია თომაძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ITN-ის პლატფორმაში ჩართულია 2015 წლიდან… ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელია (ITN) მიზანია, შექმნას ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციის სისტემა.
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის 257 პაციენტი ცხოვრობს, რომელთაც ორგანო აქვთ გადანერგილი. მათგან 203 ადამიანს – თირკმელი, 52-ს – ღვიძლი, ხოლო 2 ადამიანს გული აქვს გადანერგილი.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, დარგის განვითარებას აფერხებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს გვამური დონაცია. ორგანიზაციის განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება თურქი კოლეგების ჩამოსვლა და სპეციალური ლაბორატორიის ჩამოყალიბება.