ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლში, ამავე უნივერსიტეტის პროფესორის,მედიცინის აკადემიური დოქტოტრის თენგიზ ვერულავას ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს “ჯანდაცვის პოლიტიკა” პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან, იგი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისთვის და ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.