მთავარი » ჯანდაცვა » თენგიზ ვერულავა: ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის მწყობრი სისტემა
ჯანდაცვის სისტემის რეფორმა

თენგიზ ვერულავა: ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის მწყობრი სისტემა

ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის მწყობრი სისტემა, სადაც თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა ჯანდაცვის ორგანიზაციული დონეები. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ვერულავამ განუცხადა.

ვერულავა აღნიშნავს, რომ ჯანდაცვა, ისევე, როგორც ყოველი სისტემა ცოცხალი ორგანიზმია, სადაც თითოეულ ორგანოს გააჩნია თავისი ფუნქცია, დანიშნულება.

„თუ რომელიმე ორგანო არ ფუნქციონირებს სათანადოდ, მთელი ორგანიზმი მოშლილი და დაავადებულია. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა რეფორმისადმი სისტემურ მიდგომას”, – განაცხადა ვერულავამ.

მისი თქმით, ძნელია შეფასება, თუ რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. „დღეისათვის გვაქვს მხოლოდ განაცხადი რომ მთავრობას დაგეგმილი აქვს პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება და დასახელდა 3 კომპონენტი: 1. ექიმების განათლება-გადამზადება 2. პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება და 3. ექიმების სათანადო ანაზღაურება. სამივე კომპონენტი აუცილებელია სისტემის რეფორმირებისათვის”, – განაცხადა ვერულავამ.

Ghn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …