მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » თბილისში ტუბერკულოზის მეხუთე რეგიონული სიმპოზიუმი მიმდინარეობს
რეგიონული სიმპოზიუმი ვალერი კვარაცხელიამ გახსნა. შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტები, ტუბერკულოზის მკურნალობის ახალ სტრატეგიას განიხილავენ.

თბილისში ტუბერკულოზის მეხუთე რეგიონული სიმპოზიუმი მიმდინარეობს

თბილისში ტუბერკულოზის მეხუთე რეგიონული სიმპოზიუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” ორგანიზებით სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” იმართება.

ორდღიანი სიმპოზიუმი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ გახსნა. შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტები, ტუბერკულოზის მკურნალობის ახალ სტრატეგიას განიხილავენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი თაობის მედიკამენტებით დაიწყო.

“ჩვენ ვისაუბრებთ პრეპარატ “ბედაქილინზე”, რომელიც საქართველოში უკვე დროს დღესდღეობით შეუცვლელია. გვაქვს სერიოზული გამოცდილება ამ მიმართულებით. რასაც დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლებს გავუზიარებთ. ისინი თავის მხრივ, მოგვიყვებიან, როგორ მიმდინარეობს მათთან ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ. 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ავალიანის თქმით, სიმპოზიუმში 9 ქვეყნის 180-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. რაც შეეხება ტუბერკულოზის მკურნალობის ახალ სტრატეგიას, მისი ინფორმაციით, ახალი სტრატეგია სხვა საკითხებთან ერთად მოიაზრებს მედიკამენტოზური მკურნალობის გაცილებით უფრო რაციონალურ, დახვეწილ სქემებს, ასევე მკურნალობის შემცირებულ რეჟიმებს.

ფორუმზე წარმოდგენილები არიან ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის დელეგაციები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციის ექსპერტები, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გლობალური ფონდი. 

ტუბერკულოზის მეხუთე რეგიონული სიმპოზიუმი დღეს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …