მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » თბილისში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციის რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს
საერთაშორისო სემინარი საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს,

თბილისში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციის რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს

თბილისში რიგით მეოთხე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია მართავენ.

კონფერენცია მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებს.

2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით არის დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გინეკოლოგიური ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, დერმატო-ონკოლოგია, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებები და ორთოპედია-ტრავმატოლოგია.

სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვიდა , რომლებიც კოლეგებს საკუთარ კლინიკურ და სამეცნიერო გამოცდილებას უზიარებენ.

საერთაშორისო სემინარი საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც უკვე მეოთხე წელია ხელმძღვანელობს აღნიშნულ სემინარს.

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …