მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » თბილისში ჯანდაცვის მინისტრების დონეზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართება
ევროკავშირის ინიციატივით, მინისტრთა შეხვედრები 2013 წლიდან ტარდება პარტნიორ ქვეყნებში და მასში მონაწილეობენ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები.

თბილისში ჯანდაცვის მინისტრების დონეზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართება

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დღეს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართება ჯანდაცვის მინისტრების დონეზე.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ვროპული სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისარი – იოჰანეს ჰანი, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე ევროკომისარი – ვიტენის ანდრიუკაიტისი, ევროკავშირის წარმომადგენლები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ჯანდაცვის სამინისტროების (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი) მაღალი დონის დელეგაციები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ჯანდაცვის უსაფრთხოებასთან (Health Security) დაკავშირებული შემდეგი საკითხები: 1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები (IHR); 2. ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (AMR) ბრძოლა; 3. იმუნიზაციის გაძლიერება.

სამუშაო სადილზე კი თამბაქოს ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და თამბაქოს პროდუქტების უკანონო ვაჭრობის აკრძალვის დამატებით ოქმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი – ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვა. ღონისძიების ბოლოს დაგეგმილია პრესკონფერენცია.

ასევე, დაგეგმილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

ევროკავშირის ინიციატივით, მინისტრთა შეხვედრები 2013 წლიდან ტარდება პარტნიორ ქვეყნებში და ითვალისწინებს ზოგად (საგარეო საქმეთა მინისტრები) და სექტორულ (დარგობრივი მინისტრები) შეხვედრებს და მასში მონაწილეობას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა და ასევე – შესაბამისი დარგის ევროკომისრები ღებულობენ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …