მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » თბილისში გადაუდებელ მედიცინაში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი ტარდება
თბილისში გადაუდებელ მედიცინაში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება დღეს, 09:00 საათზე თბილისში, სასტუმრო HOLIDAY INN-ში დაიწყება.

თბილისში გადაუდებელ მედიცინაში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი ტარდება

თბილისში გადაუდებელ მედიცინაში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება დღეს, 09:00 საათზე თბილისში, სასტუმრო HOLIDAY INN-ში დაიწყება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, კონგრესში 7 ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, ლიბანი, ლიტვა, მექსიკა, პოლონეთი და თურქეთი) 28 მომხსენებელი მიიღებს მონაწილეობას. კონგრესს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.

”მოწვეული უცხოელი სტუმრები ქართველ ექიმებს საკუთარ გამოცდილებას და თანამედროვე მიღწევებს გაუზიარებენ გადაუდებელ მედიცინაში, როგორც კლინიკური ისე ადმინისტრაციული მიმართულებით, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფებისა და ტრავმების მართვას.

მედიცინის ამ დარგის განვითარება ქართული ჯანდაცვისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც ავადობის გამოსავლის გაუმჯობესებასთან ერთად, ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მიზნობრივ და საჭიროებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

გადაუდებელი მედიცინის განყოფილებების შექმნა მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის”, – აცხადებენ „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“.

მათივე განმარტებით, საქართველოში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი გადაუდებელ მედიცინაში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მხარდაჭერით ტარდება.

კომპანიის ცნობით, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის გადაუდებელი მედიცინის 10 ლიცენზირებული განყოფილება გახსნა.

კორპორაციის სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მედიცინის ამ დარგის განვითარება და კვალიფიციური კადრების გადამზადებაა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …