მთავარი » ჯანდაცვა » თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ისნის №8 ოლქის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 3 ივლისს ისნის №8 ოლქის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ისნის №8 ოლქის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 3 ივლისს ისნის №8 ოლქის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, აქცია ჩატარდება პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით და მულტიპროფილურ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური, თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედიკოსების გუნდით დაკომპლექტებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მხარდაჭერით.

მათივე ინფორმაციით, აქცია მოიცავს ისნის №8 მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ დევნილ, სოციალურად დაუცველ, პენსიონერ, მარჩენალდაკარგულ და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს.

შესაძლებელია მაღალკვალიფიციური ექიმების უფასო კონსულტაცია, ჩამოთვლილ სპეციალისტებთან: ოჯახის ექიმის/პედიატრის მომსახურება; ოტოლარინგოლოგია; ქირურგი; ტრავმატოლოგი; გინეკოლოგი; კარდიოლოგი; ნევროლოგი; ენდოკრინოლოგი. აქციის მონაწილეებს კლინიკა სთავაზობს შემდეგ კვლევებს: ექოსკოპია, რენტგენი და კარდიოგრამა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აქციის მხარდამჭერია „სახალხო აფთიაქი, რომელიც აქციის მონაწილეებზე გასცემს 25%-იან ფასდაკლების ბარათებს ნებისმიერი სახის მედიკამენტზე და გადასცემს საჩუქრებს. პენსიონერებს უფასოდ გადაეცემა პირველადი მოხმარების მედიკამენტები.

აქციის მონაწილეებს კლინიკა გადასცემს სამედიცინო მომსახურებების ფასდაკლების ბარათებს და მათ მომავალში საშუალება მიეცემათ კარდიოექოსკოპიაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ და მაღალტექნოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ერთი სისტემის ფარგლებში მხოლოდ 90 ლარად ჩაიტარონ

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …