მთავარი » ჯანდაცვა » თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა
თბილისში, სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა. პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით,21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა.

თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა

თბილისში, სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა. პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით,21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა.

პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დონე 16 სამშობიარო კლინიკას განესაზღვრა. დაწესებულებების ხელმძღვანელებს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ კლინიკების ხელმძღვანელებისთვის სიტყვით მიმართვისას რეგიონალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში,პერინატალური რეგიონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის ანგარიში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი დაბადების რეგისტრიდა პილოტურ რეგიონში დედათა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომ სამედიცინო შემთხვევათა განხილვის შედეგებიწარმოადგინეს.

პერინატალური რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტია და სამშობიარო კლინიკების შეფასებას გულისხმობს. დონის განსაზღვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება პაციენტს კომპეტენციის შესაბამის სერვისს მიაწვდის.სისტემა ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის სერვისების მიწოდებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს.

სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების მიზნით, სამინისტრომ მონიტორინგის მექანიზმი და ინდიკატორები შეიმუშავა. თითოეული გარდაცვალების და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი შემთხვევა პაციენტის ექიმთან შეხების წუთიდან შეისწავლება. პაციენტი შესაბამის ადგილას, შესაბამის დროს, კვალიფიციურ დახმარებას მიიღებს, რაც დედათა და ბავშვთა სიკვდილობას შეამცირებს.

რეგიონალიზაციის პროცესი წელიწადზე მეტია დაიწყო. საკოორდინაციო საბჭომ თბილისში 16 კლინიკა შეაფასა. დონეების მინიჭება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. პერინატალური რეგიონალიზაცია, როგორც სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სტანდარტი, უკვე მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …