მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოს წარმომადგენლობას შორის ხვალ მემორანდუმი გაფორმდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოს წარმომადგენლობას შორის ხვალ მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება ხვალ, 15:00 საათზე ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

შეთანხმება მიზნად ისახავს კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების სფეროში სასწავლო სტაჟირებას დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში.

“პროექტი, რომლის იდეაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამის ხელმძღვანელებს და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობას ეკუთვნის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სასწავლო პროგრამის კვლევითი ნაწილი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში გაიარონ და გაეცნონ დარგში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვოლტერ რიდის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი დანა რენტა მოაწერენ ხელს.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირინა კვაჭაძე, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე კენეტ ვოლკერი, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი, აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის განყოფილება – საქართველოს დირექტორი მარკ ჰართელი, აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის განყოფილება – საქართველოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი ბრეტ ტეილორი და აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის განყოფილება-საქართველოს ბიზნეს მენეჯერი არჩილ გაგნიძე დაესწრებიან. 

“აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილება განთავსებულია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ცენტრში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობით ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ემორის უნივერსიტეტთან (აშშ, ატლანტა) თანამშრომლობით ხორციელდება და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კურიკულუმზეა დაფუძნებული. სტუდენტების ფუნდამენტურ და კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა და სამეცნიერო გამოცდილების შეძენა პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ზემოაღნიშნული მემორანდუმი თსსუ-ის საერთაშორისო აკადემიურ ასპარეზზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …