თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია “ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიღწევები” ,,EURAMA თბილისი 2015″. ღონისძიება 4–5 დეკემბერს გაიმართება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
“კონფერენციის “EURAMA თბილისი 2015”-ის მიზანია: კლინიკური ონკოლოგიისა და მამოლოგიის მიმართულებით ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მიღწევების გაცნობა ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის“, – აცხადებენ სამედიცინო უნივერსიტეტში.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები: მამოლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და სხივური თერაპიის სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
ლექცია–სემინარებს ჩაატარებენ:
პროფესორი სტეფანო ზურრიდა – “EURAMA”–ს ვიცე–პრეზიდენტი (იტალია),
დოქტორი ანდრეა სპანო – მილანის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი (იტალია),
დოქტორი ვერონიკა დელ”აქვა – ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტი (იტალია),
დოქტორი ანტონიო ტოესკა – ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტი (იტალია),
აკადემიკოსი დილარა კაიდაროვა – ალმატის ონკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი (ყაზახეთი),
გულნარა კუნიროვა –”საპრეზიდენტო ფონდი კიბოს წინააღმდეგ” პრეზიდენტი (ყაზახეთი),
პროფესორი რემა ღვამიჩავა – ეროვნული სკრინინგ–ცენტრის გენერალური დირექტორი (საქართველო),
მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი კოხრეიძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი (საქართველო),
პროფესორი ალექსანდრე კუზანოვი, (საქართველო),
მედიცინის აკადემიური დოქტორი ქეთევან ლაშხი, (საქართველო),
მედიცინის აკადემიური დოქტორი თამაზ შოშიაშვილი –თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, დიანა ნემსაძე – კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო),
დოდო აგლაძე –კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო),
ამირან მათითაშვილი – კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი (საქართველო),
გვანცა კევლიშვილი – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (საქართველო),
ია გელენიძე – მთავარი ექთანი (თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა).
ღონისძიება გაიმართება მისამართზე თბილისი, გუდამაყრის ქ.#4, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ტელ: 2 61 01 01 .