მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » თბილისი მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს
კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა, ხელი მოეწერება ფსიქიატრთა ეთიკური კულტურის ბაზისურ კოდექსს.

თბილისი მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

27-30 აპრილს,  თბილისში  პირველად   მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) რეგიონული  კონფერენცია გაიმართება.

რომლის მიზანია: ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებისა და პრიორიტებების განსაზღვრა; პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვა, გენდერული პოლიტიკის შემუშავება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობა. 

კონფერენციას დაესწრება 30 ქვეყნის 400-მდე დელეგატი. კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ WPA-ს მოქმედი პრეზიდენტი, პროფესორი დინეშ ბუგრა,  WPA-ს მომავალი პრეზიდენტი, პროფესორი ჰელენ ჰერმანი,  მსოფლიოში აღიარებული  ექსპერტები მეცნიერული, კლინიკური და ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში.

კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ ფსიქიატრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა,  ხელი მოეწერება ფსიქიატრთა ეთიკური კულტურის ბაზისურ კოდექსს. 

კონფერენცია  27 აპრილს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში 18:00 საათზე გაიხსნება.

ghn.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …