ლისაბონის საავადმყოფოში უჩვეულო მოვლენა მოხდა – დედის თავის ტვინის გათიშვიდან 4 თვის შემდეგ, მუცლადმყოფი პატარა ქვეყანას მოევლინა.
აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
37 წლის ქალბატონს თავის ტვინის გათიშვა მიმდინარე წლის თებერვალში დაუფიქსირდა. ექიმების დასკვნით, მუცლადმყოფი ნაყოფი ჯანმრთელი იყო. საავადმყოფოს ეთიკის კომიტეტის და ქალბატონის ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, ნაყოფი შენარჩუნდა.
საავადმყოფოს წარმომადგენელთა განცხადებით, ჯანმრთელი 2,35კგ წონის ბიჭუნა 32-ე კვირას, საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყანას.
პორტუგალიის მეანთა საზოგადოების ხელმძღვანელი ლუის გრასა აღნიშნავს, რომ ჩვილის დაბადება ნამდვილი გმირობა და საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა.