თბილისი (BPI) – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებმაც სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს თამბაქოს მოხმარების წინაარმდეგ ბრძოლასა და გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„ყველაზე დიდ წარმატებას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლაში ბელორუსმა, საქართველომ, ყაზახეთმა, რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს“, – წერს apsny.ge ორგანიზაციის მოხსენებაზე დაყრდნობით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით ბოლო წლებში ევროპელების ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მკვეთრად შემცირდა ნაადრევი სიკვდილიანობა.