მობილური აპლიკაცია TacticMedAid, რომელიც მოქალაქეებს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას ასწავლის iOs-სა და Android-ზე გაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო ავრცელებს.
„სამოქალაქო და სამხედრო პირების 75-90% ჭრილობებით იმ შემთხვევაში იღუპება, თუ მათ სამედიცინო დახმარება დროულად არ გაეწევათ. ამიტომ, უკრაინელებისთვის რომ ომის პერიოდში დაშავებულებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ესწავლებინათ, 20-მა მოხალისემ აპლიკაცია TacticMedAid შექმნა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
აპლიკაციაზე სხვადასხვა კომპანიის სპეციალისტები მუშაობდნენ.
სამოქალაქო ნაწილში აღწერილია, როგორ უნდა დავეხმაროთ დაზარალებლს სხვადასხვა სახის სისხლდენისას.
სამხედრო რეჟიმი კი შეიცავს ქმედებების ალგორითმების განმარტებებს იმ ყველაზე გავრცელებული ტრავმების და ჭრილობების დროს, რომლებიც საომარი მოქმედებებისთვისაა დამახასიათებელი.
აპლიკაცია უფასოა და ინტერნეტთან წვდომის გარეშე მუშაობს. მარტივი ინსტრუქციებით სარგებლობა სმარტფონის საშუალებით, ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი.
აპლიკაციაში შესაძლებელია ვიდეო და ფოტოინსტრუქციების ნახვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.
შეგახსენებთ, რომ ომის პერიოდში უკრაინაში ჩაეშვა აპლიკაცია „საჰაერო განგაში,“ რომელიც კონკრეტულ რეგიონში არსებული საფრთხის შესახებ იტყობინება.