მთავარი » მსოფლიო » სუფთა ჰაერი, ველობილიკები და გამწვანება – ევროპაში ფსიქიკური კეთილდღეობისთვის საუკეთესო ქალაქი კოპენჰაგენია

სუფთა ჰაერი, ველობილიკები და გამწვანება – ევროპაში ფსიქიკური კეთილდღეობისთვის საუკეთესო ქალაქი კოპენჰაგენია

ბევრი ადამიანი ახალ ქალაქში ან ქვეყანაში კარიერის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით გადადის, თუმცა არიან ისეთები, ვისთვისაც გადასვლის მთავარი მოტივაცია „სულიერი კეთილდღეობა“ და ფსიქიკური ჯანმრთელობაა.

The Social Hub-ის ახალმა კვლევამ სწორედ ამ ნიშნით შეადგინა ევროპის ქალაქების რეიტინგი, მის სათავეში კი დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი მოექცა.

კოპენჰაგენის უპირატესობად დაბინძურების დაბალი მაჩვენებელი, სუფთა ჰაერი და „ბედნიერების მაღალი დონე“ დასახელდა. ქალაქში არის ბევრი საფეხმავლო ბილიკი და მწვანე ნარგავები, სადაც შესაძლებელია დროის სუფთა ჰაერზე გატარება. ამასთან, ესაა ველოსიპედისტებისთვის ერთერთი ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი სამსახურში ტრანსპორტის სწორედ ამ საშუალებით დადის.

სიაში კოპენჰაგენს მოსდევს ვენა, სტოკჰოლმი, ოსლო, ამსტერდამი, რეიკიავიკი, ბრიუგე, მიუნხენი, ჰამბურგი და ციურიხი.

რეიტინგის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ მაგალითად ავსტრიის დედაქალაქს ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის აქვს ისეთი უპირატესობა, როგორიცაა სატრენაჟორო დარბაზის აბონემენტის დაბალი ფასი, რომელიც 28 ევრომდეა.

სიაში ჩრდილოეთ ევროპის ქალაქები დომინირებენ და მასში მაღალ პოზიციებზე არ მოხვედრილა ესპანეთის, პორტუგალიის ან იტალიის არცერთი ქალაქი.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …