მთავარი » მსოფლიო » სტამბოლში საავადმყოფოების ნაწილი იხურება – მიზეზი ცუდი სეისმომედეგობაა

სტამბოლში საავადმყოფოების ნაწილი იხურება – მიზეზი ცუდი სეისმომედეგობაა

სტამბოლის საავადმყოფოებს ერთი მეორის მიყოლებით ხურავენ. მიზეზი მიწისძვრის საფრთხეა, რომელსაც, ექსპერტული დასკვნების თანახმად, შესაძლოა ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ ვერ გაუძლოს.

უკვე დაიხურა რამდენიმე კლინიკა, ასევე ერთერთი სამედიცინო დაწესებულების ონკოლოგიური კორპუსი. მიღებულია გადაწყვეტილება კლინიკების ნაწილის გადატანის შესახებაც.

ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომლებმაც თურქეთის 10 პროვინცია გაანადგურა, ყველას გაახსენდა სტამბოლის 1999 წლის მიწისძვრა. ამიტომ ხელისუფლება ამ საკითხს ყურადღებით მოეკიდა და სანდო რეპუტაციის მქონე საავადმყოფოების წარმომადგენლებიც კი დაფიქრდნენ, რა მოხდება მორიგი მიწისქვეშა ბიძგების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში თურქეთში მომხდარი ორი გამანაგდურებელი მიწისძვრის შედეგად 44 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

medimagazin.com-ის ინფორმაცია

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …