მთავარი » მსოფლიო » სპეციალური ტესტით პარკინსონის დაავადებას ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენენ
ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ გამოგონილი ტესტის საშუალებით, სულ მალე პარკინსონის დიაგნოზის ადრეულ სტადიაში დადგენა გახდება შესაძლებელი.

სპეციალური ტესტით პარკინსონის დაავადებას ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენენ

ავსტრალიის უნივერსიტეტის  (La Trobe University) მკვლევარების მიერ გამოგონილი ტესტის საშუალებით, სულ მალე პარკინსონის დიაგნოზის ადრეულ სტადიაში დადგენა გახდება შესაძლებელი.

პოლ ფიშერი და მისი კოლეგები ირწმუნებიან რომ ამ ტესტის საშუალებით შესაძლებელი იქნება მეტოჰონდრიებში მეტაბოლიზმის ცვლილების დადგენა.

ტესტის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა  კვლევების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პერიოდი დაახლოებით 5 წელიწადს გასტანს.

დღეს პარკინსონის დაავადების დასადგენად საკმაოდ ბევრი გამოკვლევაა საჭირო, მისი ეფექტური მკურნალობის გზები კი არ არსებობს. ამ დაავადების ადრეულ სტადიაში დადგენა წინ გადაგმული ნაბიჯია დაავადებულთათვის, ნაადრევად დაწყებული ფიზიოთერაპია საჭირო მედიკამენტებთან ერთად ერთერთი გზაა უკეთესი შედეგის მისაღწევად.

health.unian.net

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …