სპეციალური შანსი მათ, ვისაც სერგეენკოსთან შეხვედრა სურს! – ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეების პირისპირ 29 ივლისს ჩემი კითხვა დავით სერგეენკოს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოქალაქეების პირისპირ! პოლიტიკოსი ღია ეთერში, ტელეკომპანია “Palitranews”-ის მაყურებლის კითხვებს უპასუხებს! დასვი ნებისმიერი თამამი და კრიტიკული კითხვა!
“ჩემი კითხვა” – ეს არის “Palitranews”-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.
შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ცოცხალ ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან. როგორ დავსვა კითხვა? გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.
ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა, ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge ან მოგვწერე SMS ნომერზე – 577 11 11 30 ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე – 577 11 11 30 ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news პარასკევს, 29 ივლისს, თქვენს კითხვებს დავით სერგეენკო უპასუხებს. ჰკითხე, რაც გინდა!