სომხეთის კონტროლის პალატამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას მედიკამენტების ორმაგი გადაფუთვის შემთხვევა აღმოაჩინა.
ამის შესახებ საუბარია კონტროლის პალატის 2015 წლის მოხსენებაში. 2014 წელს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა მედიკამენტ დესმოპრესინის 4 677 შეფუთვა. თოთოეული შეფუთვა შეძენილი იყო 5 789 დრამად (27 ლარად).
ეს მაშინ, როდესაც მედიკამენტი სომხეთში იმპორტირებული იყო 2 720 დრამად, ანუ 13 ლარად, რაც ორჯერ ჩამოუვარდება სახელმწიფო შესყიდვისას გადახდილ თანხას. იგივე მედიკამენტი 2015 წელს სომხეთში 5 267 დრამად (24 ლარი და 50 თეთრი) შეისყიდეს, მაშინ როდესაც ის იმპორტირებული იყო 3000 დრამად (13 ლარი და 98 თეთრი).
2015-შივე სახელმწიფო შესყიდვის შედეგად შეძენილი იყო გლიკაზიდის 358 500 შეფუთვა, რომლის იმპორტირებული ფასი 27.2 დრამს შეადგენდა, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ ის 44,7 დრამად ანუ 60%-ით ძვირად შეიძინა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატის ანგარიში წამლის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხო, რაც პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა და მთავრობას განსახილველად გადაეგზავნა.