მთავარი » ჯანდაცვა » სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ლევონ ალთუნიანს შეხვდა.

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ლევონ ალთუნიანს შეხვდა.

კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

დელეგაციის წევრები 2 დღის განმავლობაში (20-21 მარტი) გაეცნობობიან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, სამედიცინო რეგულირებისა და ფარმაცევტულ საკითხებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამველ მარგარიანი და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბაზარჩიანი; ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობიან.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …