კანდიდას სახელით ცნობილი მეტად გავრცელებული სოკოვანი ინფექცია შიზოფრენიას და ბიპოლუარულ აშლილობას იწვევს.
დეილი მეილის ცნობით, დასკვნა კანდიდოზით დაავადებული ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევის შედეგების შეჯამებისას გაკეთდა. ირკვევა, რომ შიზოფრენიასა და ბიპოლარულ აშლილობას მამაკაცები უჩივიან, ქალებს კი მეხსიერების პრობლემები უვითარდებათ.
ექიმების დასკვნით, სოკოვან ინფექციასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის კორელაცია ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა, თუმცა ინფექციასთან ბრძოლა შემდეგი პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.
მედიკოსების რეკომენდაციით, კანდიდოზით დაავადებულმა ადამიანებმა კვების რაციონიდან შაქარი და ტკბილეული უნდა ამოიღონ, ამასთან მკაცრად გაკონტროლდეს ანტიბიოტიკების მიღების აუცილებლობა, მოხდეს ჰიგიენის დაცვა და სტრესის თავიდან არიდება.